Friday, July 8, 2011

ვერცხლისფერი ნაძვი

 

პროექტის  მთავარი თემა---50 წლის წინ სოფლის ტერიტორიაზე დარგული იყო ვერცხლისფერი ნაძვები. უკანასკნელი ათწლეულის  მანძილზე შეიმჩნევა ამ ნაძვების ხმობა, ხოლო მათი ჩანაცვლება ახლით პრაქტიკულად შეუძლებელია სანერგე მეურნეობების არარსებობის  გამო.
პროექტის აქტუალობა------- წლების მანძილზე საზოგადოებამ დაკარგა გარკვეული დამოკიდებულება გარემოსადმი. იგი ბუნებისაგან მხოლოდ თავის სარგებლობაზე ზრუნავდა. იჩეხებოდა უფრო მეტი, ვიდრე ვრგავდით, ან საერთოდ არ ვრგავდით. შედეგად კი მივიღეთ დაბინძურებული გარემო, წყალი, ჰაერი, მოწამლული პროდუქტები, ზვავები,  მეწყერები...
პროექტის მიზნები----
            1.ვერცხლისფერი ნაძვის თესლის მიღება ხალხური მეთოდით;
            2. მოსწავლეებში გარემოსდაცვითი  პრაქტიკული უნარ-ჩვევების     ჩამოყალიბება.
მონაწილეთა ასაკი--- X-XI  კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა---შემოდგომა (სექტემბერი)
მოსალოდნელი შედეგი---ვერცხლისფერი ნაძვის თესლის მიღება, შეიქმნება საინფორმაციო ბლოგი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები---მინი-ლაბორატორია, ვერცხლისფერი ნაძვის გირჩი
პროექტის მსვლელობა---1. პროექტის მონაწილე  მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად
1) კვლევის ჯგუფი;
2) მონიტორინგის ჯგუფი;
3)საორგანიზაციო საქმიანობის ჯგუფი
     პროექტის განხორციელების პერიოდში 1.კვლევის ჯგუფი ჩაატარებს კვლევას სატყეო მეურნეობის ხანდაზმულ მუშაკებთან წიწვოვანი მცენარეების თესლის მიღების ხალხურ მეთოდებზე;  2.საორგანიზაციო ჯგუფის წევრები მინი-ლაბორატორიის მოსაწყობად ოჯახებში მოიძევენ საწოლის ძველ ბადეებს და ხის მასალას თაროების გასაკეთებლად, რომლებზეც დამაგრდება ბადეები და დაიყრება მოკრეფილი გირჩი; 3.შევიძენთ ღუმელს და დავდგავთ  სკოლის დირექციის მიერ გამოყოფილ ოთახში;
4.მშობლებისა და პროექტის მონაწილე მოსწავლეთა  ძალებით მოვიმარაგებთ ღუმელისათვის საჭირო მყარ საწვავს;   
5.სატყეო მეურნეობისა და ეროვნული პარკის ტერიტორიას გავასუფთავებთ ხმელი ტოტებისაგან, რომელსაც გამოვიყენებთ საწვავად;
6. შევაგროვებთ ვერცხლისფერი ნაძვის გირჩს და დავახარისხებთ, დავყრით ბადეებზე;
7.მშობლებთან ერთად მოსწავლეები სკოლის მასწავლებლებისა და დარაჯის ზედამხედველობით იმორიგევებენ მინი- ლაბორატორიაში მუდმივი ტემპერატურის შესნარჩუნებლად 10 დღის განმავლობაში;
8.პროექტის დასასრულს შექმნილი ფოტო მასალის გამოყენებით  სკოლის “ისტის”ლაბორატორიაში მოსწავლეები დაამზადებენ ბუკლეტებს და გაავრცელებენ მეზობელ სკოლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით;
9.მოსწავლეები მოამზადებენ წერილს გაწეული მუშაობის შესახებ და წინასწარი შეთანხმების შედეგად გამოაქვეყნებენ ეროვნული პარკის გაზეთში, აგრეთვე პროექტის მიმდინარეობის შესახებ მასალას მოსწავლეები განათავსებენ ბლოგზე.
პროექტის მონიტორინგსა და შეფასებას განახორციელებს  მონიტორინგის ჯგუფი.
პროექტის ხელმძღვანელი:   მარიამ მარტინენკო;
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: m.giorgiiuri@gmail.com
 პროექტის ვებ-გვერდი: 

No comments:

Post a Comment